კახეთის გუბერნატორი: ვადასტურებ, პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თელავი განიხილება

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ შესაძლოა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართოს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ადგილი შესაბამისმა ჯგუფმა უკვე მოინახულა.

“ვადასტურებ, რომ განიხილება, თუმცა ოფოციალურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტთან კოსულტაციის შედეგად. წინასწარი ჯგუფი იყო ჩამოსული, დააათვალიერეს ტერიტორტია, თუკი გადაწყვეტილებას მიიღებენ, შემდეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები.”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად