კახეთის გუბერნატორი: საინვესტიციო ფორუმზე მკაფიოდ გამოიკვეთა ყველა ის მიმართულება, რომელიც კახეთის ეკონომიკისთვის არის აქტუალური

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს. როგორც ფორუმზე მყოფმა კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, ეს ფორუმი გარკვეულწილად ემსახურება კახეთში ინვესტორების მოზიდვას.

“ფორუმზე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ყველა ის მიმართულება, რომელიც კახეთის ეკონომიკისთვის არის აქტუალური: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა.. უნდა ითქვას, რომ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, ინვესტორთა ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფერენცია ეს ფორუმი ხელს შეუწყობს კახეთის ეკონომიკურ განვითარებას. საინტერესო თემები იყო, მათ შორის ეხებოდა აეროპორტის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად