“კახეთის ენერგოდისტრიბუციით” ჩეხური კომპანია “ენერგოპრო” დაინტერესდა

კახეთის ენერგოდისტრიბუციით,  ჩეხური კომპანია "ენერგოპრო" დაინტერესდა. ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. ბიზნეს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე ინტერესი ამ ეტაპზე ენერგოპროს აქვს გამოხატული, თუმცა მათ აქვთ სურვილი, რომ კომპანიისთვის კონკურენტებიც დაინახონ. პაპაშვილის თქმით კომპანიებს მსხვილი ინვესტიცია უნდა მოსთხოვონ და ენერგოპროსთან იგივე შეცდომები არ დაუშვან, რაც სხვა შემთხვევებში მოხვდა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია ერთადერთია, რომელიც არ არის პრივატიზებული და გაკოტრების რეჟიმშია დღესაც. 

კახეთზე ჩვენ მივიღეთ პასუხი რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინტერესიც გამოხატული აქვს ენერგოპროს. ენერგოპრო უმსხვილესი ინვესტორია რეგიონში ელექტროენერგიის დისტრიბუციის კუთხით. მაგრამ, ჩვენ გვაქვს სურვილი რომ მათი კონკურენტებიც დავინახოთ, რადგან ძალიან მსხვილ ინვესტიციებს მოითხოვს მთელი ქვეყნის ქსელის აღდგენა და კიდევ კახეთის დამატება. ენერგოპროსთან იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვათ რაც გვქონდა სხვა შემთხვევებში. უფრო მსხვილი ინვესტიციები უნდა მოვთხოვოთ კომპანიებს“, – ლაშა პაპაშვილი, ბიზნეს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...