კახეთიდან ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 136 ნიმუშიდან ყველა პასუხი ნეგატიურია

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 97 მოქალაქეა მოთავსებული.

ასევე, 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება მიმდინარეობს, კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.

რაც შეეხება სოფელ ყარაჯალის 2 დადასტურებულ შემთხვევას ეპიდკვლევა გაგრძელდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ახალი გარემოებები. კერძოდ, კარანტინში გადაყვანილი იქნა 2 პირი, თვითიზოლაციაში კი ხუთი ადამიანი იმყოფება, 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება, ტესტირების შედეგები უარყოფითია.
ჯამში, კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6385 ნიმუში, აქედან 2386 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 268, ტრაილერის მძღოლი 35, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 45.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად