კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა 10 მოქალაქის ტესტმა covid19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა 10 მოქალაქის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაეები თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკებში მკურნალობენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება, თუმცა კორონავირუსზე გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ცნობისათვის, რეგიონის მასშტაბით 4 ე.წ ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს.
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში 11 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 562 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად