კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 18 პაციენტის სინჯზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

ამის შესახებ მედიას დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

რეგიონის მასშტაბით არსებული საკარანტინო სივრცესბიდან და და ე. წ
,,ცხელების წერტილებიდან,, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება, პასუხები კი სავარაუდოდ ხვალ დილოG გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის კახეთში 11 კარანტინო ზონაში 416 მოქალაქე იმყოფება. რეგიონში covid-19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად