კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტორმები აღენიშნებათ, საკარანტინე სივრციდან ე.წ. ცხელების ცენტრში არიან გადაყვანილი.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ 11 საკატანტინო ზონაზე ჯამში 562 მოქალაქე იმყოფება, თითიზოლაციის რეკომენდაცია კი 11 ადამიანს აქვს მიცემული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად