კახეთიდან კორონავირუსზე გასატესტად 1069 ნიმუში გაიგზავნა

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 1069
ნიმუში გაიგზავნა. აქ მის შესახებ მედიასთან კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა გააკეთა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 1069 ნიმუშიდან 750 სოფელ მატნიდან, 256 გეგმიური, ხოლო 63 ნიმუში სოფელ ველისციხიდან არის.

მისივე განცხადებით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილი, მამა და მამიდა მკურნალობის კურსს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადიან.

”კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. მატანში ამ დრომდე გრძელდება უფასო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა, გარდა სოფელ მატნის ორი საჯარო სკოლისა, სადაც სწავლა დისტანციური მეთოდით დაიწყო, რამდენადაც მატნის ერთ-ერთ პედაგოგს და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად