კახეთი ისევ მწვანე ზონაშია – ექიმს ყვარლიდან Covid 19 არ დაუდასტურდა

“აიპრესის” ინფორმაციით, უკვე ცნობილია ყვარლელი ექიმის ანალიზის პასუხი. PCR ტესტის, მიხედვით 50 წლის ქალს კორონავირუსი არ აქვს.

კახეთმა კვლავ დაიბრუნა “მწვანე ზონის” სტატუსი. ეპიდემიოლეგებმა მედიკოსის ყველა კონტაქტი შეისწავლეს, თუმცა ვირუსი არავის დაუდასტურდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ “აიპრესს”განუცხადა, ექიმს პირველად ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომელმაც ინფიცირება დაადასტურა. ამის შემდეგ ჩაუტარდა პსრ ტესტი, რომელმაც covid 19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. მას კიდევ ერთი ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი.

ცნობისათვის, კახეთში კორონა ვირუსის პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა კახეთში 2 მაისს დაფიქსირდა. Covid 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად