კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

მაღალი სიჩქარით მიმავალი მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად