კახაძე: მსოფლიომ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, ოკუპანტი ქვეყანა მორალურად უნდა დასაჯოს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ მედიასთან განაცხადეს.

“მე მინდა მივმართო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და წითელ ჯვარს, რომ ყველა კონვენციით ექიმის საქმინობის ხელის შეშლა დასჯადია . ოკუპანტი ქვეყანა, რომლის უშუალო ჩარევითა და წახალისებით არის  განპირობებული დღევანდელი ქმედება, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ  მორალურად უნდა იყოს დასჯილი” – განაცხადა ლადო კახაძე.

გუშინ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩატარდა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში. იყო მოლოდინი, რომ ექიმს გაათავისუფლებდნენ, თუმცა “სასამართლომ” პატიმრობა ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ,  რუსი ოკუპანტებმა5 ნოემბერს  ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად