კახაძე არჩევნებზე: პირველ რიგში მიზეზი შენს თავში უნდა ეძებო, ალბათ, მე დავაკელი

ამის შესახებ მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ TV პირველის ეთერში, 2019 წლის 19 მაისის შულედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

“როცა მიზეზებს ეძებ, შენს თავში უნდა ეძებო პირველ რიგში მიზეზი, მე ჩემს თავში ვეძებ, საერთოდ, არის ისეთი ფორმა, რომ როცა გუნდი წარმატებას მიაღწევს, ფეხბურთელს ჰგონია, ფეხბურთელის დამსახურებაა და როცა წააგებენ, მწვრთნელის დამსახურება არის წაგებაო, მე ასე არ ვუყურებ, ჩემს ცხოვრებას ასე არასოდეს ჩაუვლია, საკუთარ თავში უნდა მოძებნო ის რესურსი, ალბათ, მე დავაკელი”,-განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...