კახაბერ ქემოკლიძე: უკრაინაზე ფოკუსი მისასალმებელია, თუმცა ამ სურათში არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო!

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, კახაბერ ქემოკლიძე, ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან გამოთქმულ განცხადებას ეხმაურება შავ ზღვაში ალიანსის დამატებითი ძალების საჭიროებაზე.

“სასიხარულოა, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებში, შავ ზღვაში ალიანსის დამატებითი ძალების საჭიროება, აქტიური განხილვის საკითხი ხდება. უკრაინაზე ფოკუსი მისასალმებელია, რადგან რუსეთი აქ ომს აწარმოებს, თუმცა ამ სურათში არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო!” – წერს გიორგი გახარიას გუნდის წევრი კახაბერ ქემოკლიძე ტვიტერში.

კომენტარები
იტვირთება...