კახაბერ ქემოკლიძე: “ოცნების” განცხადება მიანიშნებს, რომ შინაარსობრივად არ ესმით რას ეუბნებიან სტატეგიული პარტნიორები

,,მმართველი პარტიის განცხადება მიანიშნებს რომ შინაარსობრივად არ ესმით რას ეუბნებიან სტატეგიული პარტნიორები, რომლებიც მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, რომ მოქალქეებმა უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

ქემოკლიძემ გავითარებულ მოვლენები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ შეაფასა, აღნიშნა, ამ მოვლენებმა პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე გამოიწვიეს უმწვავესი კრიტიკა და ისინი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევისა და მოსამართლეების უვადოდ გამწესების გამო ფინანსური საქციების გამოყენებაზე მიანიშნებენ.

ბრიფინგის შემდგომ ქემოკლიძემ მედიასთან მმართველი პარტიის ხელმძღანელი პირების მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.

,,მმართელი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმის თუ რა დონეზე შინაარსობრივად, სისტემურად არ ესმით რას ეუბნებიან ის სტატეგიული პარტნიორები , რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე , ჩვენს დაცვაზე მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პირდაპირ ინვესტირებაზე და სხვა მიმართულებით – რომ ქართული პოლიტიკა გაძლიერდეს და საქართველოს მოქალქეებმა უბრალოდ უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში. ამ სისტემურ ვერგაგებას მიანიშნებს მმართველი პარტიის ე.წ პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადება”.- ამბობს ქემოკლიძე.

კომენტარები
იტვირთება...