კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

კახაბერ კუჭავამ ისაუბრა ქვეყნის საგარეო პილიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი რჩება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რომელიც ემყარება დეოკუპაციისა და შერიგების კონკრეტულ ნაბიჯებს.

კახაბერ კუჭავამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპელ კოლეგებს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ სტრატეგეულ პარტნიორობასა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.

მისი თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ქვეყანას გააჩნია ამბიციური გეგმა და მოსახლეობის უმრავლესობის მკაფიო მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობა.

კახაბერ კუჭავამ ასევე მიმოიხილა დემოკრატიული რეფორმების გზით საქართველოს მიერ მიღწეული კონკრეტულ შედეგები და ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე.

ძირითადი აქცენტები გაკეთდა საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის ფარგლებში შემუშავებულ საარჩევნო სისტების ცვლილებებზე.

საუბარი შეეხო ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს და სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიმდინარე დიალოგს.

აღინიშნა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წარმატებით განხორციელება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ.

მოხსენების ბოლო ნაწილი ეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს.

კახაბერ კუჭავას მოხსენებაში ხაზგასმით იქნა აღნიშნული ევროპარლამენტარების მხარდაჭერისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებების მნიშვნელობა, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ეყრდნობოდეს ობიექტურ ინფორმაციასა და უტყუარ ფაქტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ევროპარლამენტარებს მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ავრცლებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად