კახა ვაჭარაძე: თუ ევროპაში ლეტალობა ხანდაზმულ პაციენტებშია, აშშ-ში ეს 20-დან 50 წლამდე პაციენტებზე მოდის

რაც ჩვენ ამ ბრძოლაში გადაგვარჩენს ეს არის ძლიერი იმუნიტეტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ვაჭარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუ ევროპაში ძირითადი დაავადება და სიკვდილიანობა მოდის ხანდაზმული ადამიანების პაციენტებში, აშშ-ში ის ასახავს 20-დან 50 წლამდე ასაკის კონტიგენტში. კორონავირუსმა სხვადასხვა მიმდინარეობა გამოაჩინა. აქ ალბათ საინტერესო იქნება ეპიდემიოლოგების, ექიმების, სოციალური მუშაკების ჩატარებული გამოკვლევები და ეს ალბათ ადრე თუ გვიან დაიდება. აშშ-ში თითოეული ნაბიჯი გათვლილია, რაც უნდა იყოს მიმართული ამ მძიმე სენთან ბრძოლაში. წინასწარ ალბათ ჩემი სუბიექტური აზრი კომპეტენტური არ იქნება, თუმცა ეს არის ის ნაირსახეობა, რაც კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, როგორი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოვლენილი ახალი კორონავირუსი, ანუ იმის იმედი, რომ ჩვენ ვიმეოდვნებდით, რომ ახალგაზრდა ასაკში ეს დაავადება ნაკლებად იქნებოდა აგრესიული, ვხედავთ, რომ აშშ-ში ეს მოლოდინი არ გამართლდა.

რაც შეეხება ევროპას, აქ კიდევ პროგრესირებს ეს დაავადება და შორია იმ მაჩვენებლებამდე, რომესაც ჯერ კორეამ მიაღწია, შემდეგ ჩინეთმა, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ქვეყნებში, რომლებსაც პირველად ჰქონდათ შეხება ამ მძიმე დაავადებასთან, გამოჯანმრთელების რაოდენობამ იმატა დაავადებულებთან მიმართებაში, რაც იმედის მომცემია. იმედი მაქვს, რომ ჩვენც მივაღწევთ იმ სტაბილიზაციას, რაც ამ ქვეყნებმა მიაღწიეს, თუმცა რასაკვირველია ის ქმედებები რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს ექიმებთან და ძალოვან სტრუქტურებთან და თითოეულ მოქალაქესთან ერთად, ალბათ გასათვალისწინებელია და თითოეული მოქალაქე მაქსიმალური ყურადღებით უნდა მიუდგეს”, – განაცხადა კახა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად