კახა ვაჭარაძე: ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია ისე, როგორც არასდროს!

რაც ჩვენ ამ ბრძოლაში გადაგვარჩენს ეს არის ძლიერი იმუნიტეტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ვაჭარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ლეტალობის არარსებობა იმით აიხსნება, რომ ჩვენთან არის გამოვლენილი საშუალო და მსუბუქი ფორმით დაინფიცირებული პაციენტები.

“რაც შეეხება საქართველოში ლეტალობის არარსებობას, ამის ახსნა ალბათ ის არის, რომ ჩვენთან არის გამოვლენილი საშუალო და მსუბუქი ფორმით დაინფიცირებული პაციენტები. ერთ-ერთი ფორმა რაც ახასიათებს კორონავირუსს, ეს არის პნევმონია, რასაც ახასიათებს ძალიან მძიმე ფორმები. ძირითადი ასაკი ჩვენთან არის ახალგაზრდა ასაკი, რომელიც ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევა.

რაც ჩვენ ამ ბრძოლაში გადაგვარჩენს ეს არის ძლიერი იმუნიტეტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი და იმ პირობების დაცვა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვქადაგებთ მედიის საშუალებით. ჩვენ დღეს გვჭირდება ერთად კონსოლიდაცია ისე, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას თუ მათ აღენიშნა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ხველება, ქოშინი, ტემპერატურული რეაქცია, მიაკითხონ ექიმს, რათა დაიცვან თავი და გარშემო მყოფი პირები”, – თქვა კახა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად