კახა ვაჭარაძე: ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხანდაზმულებში ლეტალობა 15%-მდე აღწევს

ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ვაჭარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუ ლეტალობის შემთხვევა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში დაახლოებით 4-5%-ია, ხანდაზმულებში ეს აღწევს დაახლოებით 15%-მდე. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ქრონიკული დაავადებები, გულსიხლძარღვთა დაავადებები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ცენტრალური ნერვული დაავადებები, აქ სიკვდილიანობა მერყეობს 10-დან 12%-მდე, მაშინ როდესაც ის ადამიანები ახალგაზრდები არიან და არ გააჩნიათ სხვა თანმხლები დაავადებები, როგორც ჩვენ ვეძახით კომერბიტობა, აქ სიკვდილიანობა არ აღემატება 0.9%-ს”, – განაცხადა კახა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად