კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზე: ახლა ბევრად მომზადებული ვარ

მე ბევრად უფრო მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ, – ასე პასუხობს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე კითხვას – მზადაა თუ არა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისთვის, თუ შეთავაზებას მიიღებს.

“მე ბევრად უფრო მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ. ის გამოცდილება, რაც ამ 5 წელში მივიღე კიდევ… ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ არ გავჩერებულვარ და ვმუშაობდი ყოველდღიურად. როდესაც ჩემ თავს ვუკეთებ ანალიზს, ახლა ბევრად წინ ვარ და ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბევრად მეტი გამცდილება და ცოდნა მივიღე, 5 წლის წინანდელთა შედარებით. ეს შემიძლია ვთქვა. მე ადრეც ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობა ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის დიდი პატივია, ამიტომ გამონაკლისი მეც არ ვარ”, – განაცხადა კახა ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “ტაიმაუტი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად