კახა ცისკარიძე: ვიყავი ყველა პარტიასთან და ვთხოვე, მხარი დაეჭირათ ჩემი კანდიდატურისთვის

მუსიკოსმა და ბათუმის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ მან პარტიებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

“ერთი თვის წინ მე ვიყავი ყველა პარტიასთან და ვთხოვე, დაეთმოთ თავიანთი პრინციპები და გადაედგათ ეს მაბიჯი, რომ მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურა და მხარი დაეჭირათ ჩემთვის, როგორც პირველი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ზოგს გაღეიმა, ზოგისთვის საინტერესო ფაქტი იყო, თუმცა მე დავრწმუნდი რომ ძალიან სწორი ნაბიჯებით მივდივარ, თუნდაც იმიტომ რომ ვარ ისტორიაში პირველი განმცხადებელი დამოუკიდებელ კანდიდატურაზე ქალაქ ბათუმში,ეს უკვე საინტერესო ფაქტია და წინსვლაა”, – განაცხადა კახა ცისკარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...