კახა ქემოკლიძე: წერილმა თავისი თავი ამოწურა და დროა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეთ

“მე აღარ მინდა ამ წერილის საკითხის განხილვა. იმიტომ, რომ წერილი გადაიქცა პარტიების “საქართველოსთვის” და “ლელოს” ინდივიდუალური განხილვის და პოლემიკის საგნად”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ “ტვ პირველის”ეთერში განაცხადა.

“მე წერილთან დაკავშირებით ვიცოდი ის, რაც ფაქტობრივი მოცემულობა იყო. მე აღარ მინდა ამ წერილის საკითხის განხილვა. იმიტომ, რომ წერილი გადაიქცა პარტიების “საქართველოსთვის” და “ლელოს” ინდივიდუალური განხილვის და პოლემიკის საგნად. ჩემი აზრით, გაცილებით სერიოზული საკითხებია საქართველოს წინაშე. ამომრჩევლისთვის ბევრად მნიშვნელოვანია უფრო სერიოზული პრობლემები. ამიტომ, ჩემი სუბიექტური აზრია, ამოწურა საკუთარი თავი და დროა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეთ”, – თქვა კახა ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...