კახა ქემოკლიძე თეა წულუკიანს: ქ-ნო თეა ამ ჭორაობას, ხომ არ დავსხდეთ დებატებში და გავტესტოთ ვინ როგორი პოლიტიკოსია დღეის მოცემულობით

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძემ კულუტურის მინისტრის თეა წულუკიანის გუშინ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ტვ იმედზე, ქ-ნ თეა სიჭინავას გადაცემაში პატივი მქონია ეხსენებინა ჩემი და ჩვენი მეგობრების გვარი ქ-ნ წულუკიანს 😊
“პოლიტიკური პასუხისმგებლობაო”, “არ მინდოდა დებატებიო”, “მეტრუპეებიო”…. ქ-ნო თეა ამ ჭორაობას, ხომ არ დავსხდეთ დებატებში, აი მანდვე ტვ იმედში, თქვენივე მოედანზე და გავტესტოთ ვინ როგორი პოლიტიკოსია დღეის მოცემულობით 😊 მანდვე ვისაუბროთ ვინ-ვინ არის აი მაგ “მეტრუპეების” ვიდეოში და ვის რა გაუკეთებია სახელმწიფო ინტერესებისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის უანგარო ერთგულებისთვის 😎
P.S. მანდვე ვისაუბროთ მელიას “გაგმირებაზე”, იმ მელიაზე აი დღეს, რომ მერობის კანდიდატია ორგ. ოცნების დამსახურებით… აღარ გავაგრძელებ, ჩათვალეთ რომ ბურთი უკვე თქვენს მოედანზეა…
ღრმა პატივისცემით,
“ვინმე ქემოკლიძე” 😊
#დებატებიდაიდოს   “წერს კახაბერ ქემოკლიძე “ფეისბუქზე”.

 

ცნობისთვის, თეა წულუკიანის თქმით:  დღეს გამოდის ვინმე ქემოკლიძე, განცვიფრებულია, რომ თურმე სუსს აქვს იმის რესურსი, რომ თებერვლიდან აგვისტომდე ათობით ათასი ფაილი შექმნას – ეს არის გაუგონარი ზღაპარი

 

კომენტარები
იტვირთება...