დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია კახა ოქრიაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
„კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.