კახა ოქრიაშვილი: ვინ დაიჯერებს, რომ მე უფრო მეტი ფული შემიძლია დავარიგო ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა?

“ძალა ერთობაშია” – გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი წალკასა და დმანისში, კახა ოქრიაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დმეოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

“ხალხო, ვინ დაიჯერებს რომ მე, კახა ოქრიაშვილს უფრო მეტი ფული აქვს ვიდრე ბიძინა ივანიშვილს? გამაგებინეთ! უკვე მანიაკალური სინდრომია. ვინ დაიჯერებს იმას, რომ მე უფრო მეტი ფული შემიძლია დავარიგო ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა?”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა “ტვპირველთან”.

შეგახსენეთ, ირაკლი კობახიძემა განაცხადა: ბოლნისის ოლქში დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს კახა ოქრიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად