კახა ოქრიაშვილი: ვინ დაიჯერებს, რომ მე კახა ოქრიაშვილს, უფრო მეტი ფული მაქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს?!

ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა ტვ ,,პირველის” ეთერში ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა.

,,ვინ დაიჯერებს, რომ მე კახა ოქრიაშვილს, უფრო მეტი ფული მაქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს?! ვინ დაიჯერებს, რომ მე მეტი ფულის დარიგება შემიძლია ვიდრე ივანიშვილს?! ფულს თავად არიგებენ. კამერებმა დააფიქსირა დღეში 1500 ადამიანი შედის ოცნების ოფისში 5 წუთით, ფულს იღებენ და გამოდიან. ეს არ არის ერთადერთი ბრალდება. აზერბაიჯანელებთან გაავრცელეს რომ მე ვარ სომეხი და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დიდი ფული გადავურიცხე. წალკაში ბევრი სომეხია და მათ ეუბნებია რომ აზერიბაიჯანელი ვარ. ყველა ბინძური მეთოდით გვებრძვიან და ამას ყველაფერს გეგმავენ ირაკლი კობახიძე და ლაშა ნაცვლიშვილი.”-განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისის ოლქში  კახა ოქრიაშვილი დიდ ფულს არიგებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად