კახა ოქრიაშვილი: სომხებს ეუბნებიან, რომ სანახევროდ აზერბაიჯანელი ვარ, აზერბაიჯანელებს – სომეხი

„ბინძური კამპანია მიდის ჩემს წინააღმდეგ, რომე მე ვარ სომეხი ოსკანიანი და დიდძალი ფული გადავურიცხე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს. აი, ასეთი იდიოტიზმი და წალკაში ბევრი სომხები ცხოვრობენ და იქ მიდის ლაპარაკი, რომ საერთოდ ვარ აზერბაიჯანელი, სანახევროდ აზერბაიჯანელი. ასეთი ბინძური მეთოდებით გვებრძვიან ჩვენ“, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშია” – გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

“მე ძალინ დიდ პატივს ვცემ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ძალინ დიდი მეგობარი მყავს. სომეხი რომ ვიყო ვიამაყებდი ამით და სომხური გვარი მექნებოდა, აზერბაიჯანელი რომ ვიყო აზერბაიჯანული გვარი მექნებოდა და ვიამაყებდი ამით , მაგრამ აი, ასეთ რამეს კადრულობენ და ამას ყველაფერს გეგმავს ირაკლი კობახიძე და ლაშა ნაცვლიშვილი, ოცნების შტაბში.  ყველაფერზე მიდიან.

იძახიან რომ ჩვენ თვითონ მოვჭერით ჩვენი ბანერები მანგლისში და თეთრიწყაროში.

ჩვენ თვითონ ვცემთ ჩვენ ხალხს. ჩვენ თვითონ ვესროლეთ ჩვენ მანქანას და ახალგაზრდულის ხელმძღვანელს”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა ტვ  „პირველთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად