კახა ოქრიაშვილი: შაშკინს აქვს იარაღის ტარების უფლება – მეც იარაღით გადავაადგილდები

“ძალა ერთობაშია” – გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატიმა წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და თავადაც იარაღით გადაადგილდება.

“ვიგებთ, ვუგებთ, მეგობრებო ვიგებთ 65%-ით, – დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს. შეუძლია! მეც იარაღით გადავაადგილდები”, – განუცხადა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა გაავრცელა ფოტო, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დიმიტრი შაშკინი ბოლნისში იარაღით გადაადგილდება.

მოგვიანებით, “კურიერთან” შაშკინმა დაადასტურა ფაქტი და აღნიშნა, რომ მას აქვს უფლება, ატაროს საკუთარი კუთვნილი იარაღი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად