კახა ოქრიაშვილი: ყოველთვის მეკიდა ყველანაირი პარტია

ეს განცხადება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში კახა ოქრიაშვილმა ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა.

,,მე ყოველთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და პიროვნება ვიყავი. დამოუკიდებლად მოვედი პოლიტიკაში პარტიების დახმარების გარეშე საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით. ჩემი მაღალი რეიტინგის გამო შემომთავაზა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს კენჭის ყრა, ყოველთვის პარტიები მოდიოდნენ ჩემთან, მე პარტიებთან არ მივდიოდი რაღაც თხოვნებით. იმის გამო რომ გარანტირებულად ვიმარჯვებდი იქ სადაც კენჭს ვიყრიდი. ახლა ხშირად იძახიან კახა ოქრიაშვილი ერთი პარტიიდან მეორეში გადავიდაო პარტიული არასდროს ვყოფილვარ, სულ მეკიდა ყველანაირი პარტია. ახლა ვეღარ ვიტყვი ამას ორი თვეა პარტიული გავხდი მე და ცეზარ ჩოჩელმა ჩვენი პარტია დავაფუძნეთ ,,პროგრესი და თავისუფლება”.-განაცხადა ოქრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად