კახა ოქრიაშვილი: მოგიწოდებთ, 8 ნოემბერს აქციაზე გამოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები!

დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კახა ოქრიაშვილი თავის ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.

“ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, ყველას ვისაც მიაჩნია რომ არჩევნები გაყალბდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და მისი ხმები მოპარულია, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები!
გთხოვთ, თითოეულ მოქალაქეს, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ვირუსის გავრცელების საშიშროებას და იქონიოთ პირბადე.
ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება!”  – წერს კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს, სახლის პირობებში მკურნალობს და ბრძოლას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად