კახა ოქრიაშვილი: მივიჩნევ, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში

“ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიტარი კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს რომ საქართველოში “ყველაზე მაგარი” მაჟორიტარია. 

ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა და განმარტა, რომ მისი მოტივაციაა, იყოს “ძალიან კარგი პარლამენტარი”.

“მივიჩნევ, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა, რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება”, – თქვა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილი 2016 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარად, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

“ქართული ოცნების” უმრავლესობა კახა ოქრიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან და დაკავშირებით უთანხმოების გამო  დატოვა და ისევ ბლოკს “ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია” შეუერთდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად