კახა ოქრიაშვილი დმანისის ინციდენტზე: 2 ადამიანი მძიმედ დაჭრეს, ექიმებმა შეძლეს მათი დასტაბილურება

2 ადამიანი მძიმედ დაჭრეს, ექიმებმა შეძლეს მათი დასტაბილურება, – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ორი ადამიანი დანით არის დაჭრილი, მძიმედ. ორივემ ბევრი სისხლი დაკარგეს, საბედნიეროდ ექიმებმა მოახერხეს მათი დასტაბილურება და კატასტროფით გადმოვიყვანეთ თბილისში. ეს ვიცი მე”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც ასევე ფიგურირებდა ცივი იარაღიც.

კომენტარები
იტვირთება...