კახა ოქრიაშვილი: დიახ მე მაგ გუნდს არ ვუხდებოდი, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ ვიყავი

ასე უპასუხა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ტვ „პირველის” ეთერში.

„რაც შეეხება ჩემი გუნდიდან ჩამოშორებას, დიახ მე მაგ გუნდს არ ვუხდებოდი, მე მაგ გუნდის წევრი არ ვიყავი, „ქართული ოცნების” პარტიის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მოკავშირე დიახაც ვიყავი როგორც თავისუფალი მაჟორიტარი და ადამიანი.
არ ვუხდებოდი, რადგან მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება. ხშირად არ ვეთანხმებოდი, ხშირად ფსევდო გუნდურ დისციპლინას არ ვემორჩილებოდი და რაც სწორი იყო იმას ვუჭერდი მხარს. ეს იყო გავრილოვთან დაკავშირებით ჩემი განცხადებები, ეს იყო ჩემი წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ უდიპლომო მოსამართლეები არ უნდა დავნიშნოთ უზენაეს სასამართლოში, თანაც უვადოდ და ა.შ”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ კახა ოქრიაშვილის შესახებ დღეს განაცხადა, მისი თქმით მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად