კახა ოქრიაშვილი: ჩვენი მხარდამჭერთა რიგები იზრდება! მე დავრჩი ერთადერთ „ნაღდ“ მაჟორიტარად

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, პარტია „პროგრესი და თავისუფლება” ერთერთი ლიდერი კახა ოქრიაშილი აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერების რიგები იზრდება და ამის მიზეზი ის არის, რომ მაჟორიტარული სისტემის ერთგული ბოლომდე დარჩა.

ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

“ჩვენი მხარდამჭერთა რიგები იზრდება!
რატომ?!- იმიტომ რომ მე დავრჩი ერთადერთ „ნაღდ“ მაჟორიტარად, ვინც ბოლომდე იცავდა ამ სისტემას. ყველა დანარჩენმა „ოცნების“ წევრმა მაჟორიტარმა, ვინც თავისი ხელით მიაჭირა მწვანე ღილაკს, რომ დმანისს, წალკას, ბოლნისს, თეთრიწყაროს მოსახლეობას აღარ ყავდეს საკუთარი დეპუტატი პარლამენტში, არის ყალბი მაჟორიტარი და დღეს – ყალბი კანდიდატი.
და ზუსტად ამიტომ, მე, როგორც მაჟორიტარს, ყველა პარტიის მხარდამჭერი მიჭერს მხარს – მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ და „ქართული ოცნებიდანაც“.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად