კახა ოქრიაშვილი: ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ოღონდ სრულფასოვნად არ უნდა ჩავერთოთ პარლამენტის მუშაობაში

“მე შემიძლია ჩემი აზრი მოგახსენოთ, მე ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ოღონდ სრულფასოვნად არ უნდა ჩავერთოთ პარლამენტის მუშაობაში. უნდა ჩავერთოთ მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებიც აღნიშნულია იმ ხუთპუნქტიან გეგმაში” – განაცხადა, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, წლების წინ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერმა და ამჯერად “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა კახა ოქრიაშვილმა.

ინგა გრიგოლია: თქვენს ადგილას, მე აუცილებლად შევიდოდი ჩემს გუნდთან ერთად და მკვეთრი ოპონირება მექნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რატომ ფიქრობთ, რომ მხოლოდ იმ ხუთ საკითხზე უნდა მიიღოთ მონაწილეობა და სხვაზე არა? მაშინ რა აზრი აქვს? რატომ შედიხართ?

კახა ოქრიაშვილი: ნახეთ, ინგა, 9 წლის მანძილზე ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ, ქვეყანა წინ არ მიდის. მთავარი ხომ არ იყო ნიკას გამოსვლა, გიორგი რურუას გამოსვლა. მთავარი არის რიგგარეშე არჩევნები, მთავარი არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ახლიდან. 9 წელიწადია ჩვენ წინ არ მივდივართ. ახლა ყველაფერზეა გადატანილი ყურადღება, ეკონომიკური პრობლემების გარდა. ჩვენი ეკონომიკა არის ჩამოშლილი, ხალხი შიმშლობს.

კომენტარები
იტვირთება...