კახა ოქრიაშვილი: არჩევნების შემდეგ პირველი არხი უნდა გავაუქმოთ (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ და “ძალა ერთობაშია” -ს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გაუქმდეს.

„მე ვფიქრობ, რომ პირველი არხი, რომელსაც 60 მილიონ ლარს ვაძლევთ ბიუჯეტიდან, უნდა გავაუქმოთ არჩევნების შემდეგ. რეიტინგი არ გაქვთ. 60 მილიონს გაძლევთ და რეიტინგი ნული გაქვთ“,  – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად