კახა მიქაია: “ელენე ხოშტარიამ მამამისს, შევარდნაძის შნირს აუხვიოს თვალი”

“დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, სანამ “ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია ზვიად გამსახურდიას, ილია ჭავჭავაძეს და მერაბ კოსტავას თვალებს აუხვევს, მანამ მამამისს(გოგი ხოშტარია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 1990-1991წწ. ) – ედუარდ შევარდნაძის შნირს და აგენტს აუხვიოს თვალი.

ასე გამოეხმაურა მიქაია ,,აიპრესთან” სამოქალაქო აქტივისტების მიერ, ზუგდიდში განთავსებული ყველა ბიუსტის თვალზე წითელი სახვევის გაკეთებას.

“ეს ფაქტი არის ჩემთვის მიუღებელი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი.ამ ქმედებიდან სჩანს, რომ აქციის მონაწილეების სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს. ზუგდიდის არ უკვირს აქციები, ყველას ახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში როლანდ ახალაიას დავუდგი ბიუსტი, თვალი ავუხვიე და მას ცალთვალა თემიდა ვუწოდე, მაგრამ ამ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების სიბრიყვით გაკვირვებული ვარ. ელენე ხოშტარიას მივმართავ, სანამ მათ თვალს აუხვევდეს, მამამისს, ედუარდ შევარდნაძის შნირს და აგენტს აუხვიოს თვალი,”- განაცხადა მიქაიამ.

მისივე თქმით, ეს არის იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც წარმოადგენენ ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...