კახა ლაბუჩიძე: თვითმართველობის არჩევნებში მიღებული ნდობის მანდატი კიდევ უფრო მეტი ვალდებულების სიმბოლო იქნება

ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლაბუჩიძე რომელიც დღეს კახა კალაძემ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს:

“როგორ შეიძლება შევაფასო ისნის რაიონში, ჩემი გამგებლად მუშაობის 4 წელიწადი. ერთადერთი სიტყვა რაც ამას სრულყოფილად გამოხატავს არის – მადლიერება.

მადლობა თქვენ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედექით.

მადლობა რომ ვსაუბრობდით და გვესმოდა ერთმანეთის.

მადლობა რომ მიმიღეთ როგორც თქვენიანი და ყველა ის პრობლემა თუ სიხარული გამიზიარეთ, რითაც ცხოვრობთ.
ეს დიდი პატივი იყო და დიდი პასუხისმგებლობაც.

ყველა განხორციელებული პროექტის და ასეთი ცოტა არ იყო, ნამდვილი ავტორები თქვენ ხართ, ჩემი და გამგეობის მთელი გუნდის ამოცანა კი ამ ყველაფრის რეალიზაცია იყო და თუ თავი კარგად გავართვით ეს თქვენი დამსახურებაცაა.

დღეს ისნის რაიონის დეპუტატობის კანდიდატად დავსახელდი. მადლობა ,,ქართულ ოცნებას” და კახი კალაძეს პირველი იმიტომ, რომ გამგებლად სწორედ თქვენს რაიონში ვიყავი და იმ ნდობისთვისაც, რომ ისნის რაიონს წარმოვადგენ ქალაქის საკრებულოში. შემოთავაზებას დავთანხმდი იმ მიზეზის გამოც, რომ ისნის რაიონი ჩემი მშობლიური რაიონი გახდა და ახლა, უფრო მეტი საშუალება მექნება ყველა ჩაფიქრებული პროექტი განხორციელდეს.

ამასთან არჩევნებში გამარჯვების დიდი სტიმულია თქვენი მხარდაჭერა, რომელიც ამ წლების განმავლობაში არ მაკლდა და გაკეთებული საქმეების უპირობო გარანტია იყო.

თქვენი მხარდაჭერა და თვითმართველობის არჩევნებში მიღებული ნდობის მანდატი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის და ვალდებულების სიმბოლო იქნება”, – დაწერა კახა ლაბუჩიძემ.

კომენტარები
იტვირთება...