კახა კუჭავა: ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა და ძალადობა არ უნდა მოხდეს, ყველა მსგავს ქმედებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს

“წარმოუდგენლად მიუღებელი ფაქტი მოხდა. ეს უნდა იყოს აღკვეთილი და ყველა ადამიანის უფლება ბოლომდე დაცული”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განმარტებით, ჟურნალისტის საქმიანობას ხელი არ უნდა შეეშალოს.

„ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა და მსგავსი ძალადობა არ უნდა მოხდეს. ყველა იმ ქმედებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, რომელიც მიმართულია განსაკუთრებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, დაძაბული, პოლარიზებული სიტუაციაა და ყველას მართებს სიფრთხილე. განსაკუთრებით, როცა თანამდებობის პირი ხარ, მაგალითი უნდა იყო ჟურნალისტთან როგორ უნდა იურთიერთო და ამით არ დაუშვა ნებისმიერი სახის ძალადობა“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...