კახა კუჭავა: ვეტერანები არიან მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის

„თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებების მიღწევა ქვეყნის სახელით და როგორ შეიძლება პირადი ძალისხმევით იყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კუჭავამ ვეტერანებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ასევე მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მისი თქმით, აღსანიშნავია ვეტერანების ოჯახების თავგანწირვა, რომლებიც მათ შინ დაბრუნებას ელოდებოდნენ.

 

„თავად წარმოვადგენ ოჯახს, სადაც მამა ვეტერანია და კარგად მესმის, რა არის განშორების  უმძიმესი წუთები და მოლოდინი, თუ როდის დაბრუნდება ოჯახის წევრი რომელსაც ის ასრულიც ასრულებს მოვალეობას ქვეყნის და ოჯახის წინაშე, იმ კეთილი და ნათელი მომავლისთვის, რისთვისაც იბრძოდა თითოეული თქვენგანი და დღესაც იბრძვიან ჩვენი გმირი ბიჭები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

კახა კუჭავამ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ერთხელ მიაგო. 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მომავალმა თაობამ კარგად გააცნობიერონ ვეტერანების ღვაწლი და თავგანწირვა, რომელიც მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოავლინეს.

 

,,საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესია,  თაობებისთვის, კარგად ესმოდეთ ის ღვაწლი, ის დიდი თავგანწირვა, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა გაიღეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში – ვგულისხმობ სხვადასხვა თაობებს. უმნიშვნელოვანესია, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ სიტყვა „ვეტერანი“, სამხედრო სამსახურია ეს, სპორტია თუ სხვა მიმართულება, არ ნიშნავს, რომ რაღაც დასრულდა – პირიქით, თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებების მიღწევა  ქვეყნის სახელით და  პირადი ძალისხმევით ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. მე მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები
იტვირთება...