კახა კუჭავა: ვახტანგ გომელაურის მოწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, 18 ივლისს პარლამენტის სხდომა დახურულად გამოცხადდა დესტრუქციული ქმედებების გამო და თუ ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მიწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს, რათა ვახტანგ გომელუარის მოსმენა განმეორებით ჩაინიშნოს.

„სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავდით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. ბიუროზეც ვისაუბრეთ ამაზე და ცალკეც ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება, თუ კვლავ რიგგარეშე სესიის სხდომა. შეიძლება, მოსმენა თავიდან ჩაინიშნოს, რისი უფლება გაქვთ თქვენც და შესაძლოა, ეს საკითხი ხელმეორედ იქნას განხილული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„ვერანაირ სხვა საკითხებზე მსჯელობა ვერ გადაფარავს იმას, რომ საზოგადოება ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რაც უკავშირდება 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებზე, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებზე. ჩემი აზრით, რეგლამენტის წესების დარღვევაა, რომ დღეს ჩვენ არ ვიწყებთ გომელაურის მოსმენით. თუ შეიძლება, განგვიმარტოთ, რატომ არ არის დღეს აქ გომელაური და რატომ არ დავიწყეთ დღევანდელი სხდომა მისი მოსმენით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...