კახა კუჭავა: რაც გუშინ მოხდა, ერთადერთი სახელი, რასაც დავარქმევდი, არის მარაზმი – უნდა იყოს მკაცრი რეაგირება

“რაც გუშინ მოხდა, ერთადერთი სახელი, რასაც დავარქმევდი, არის მარაზმი. ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება” .

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, გადადგება თუ არა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დასმულ შეკითხვაზე, აგებენ თუ არა სისხლის სამართლებრივად პასუხს ის პირები, ვინც წაახალისა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედება, კახა კუჭავამ უპაუხა: “იქნება უმკაცრესი რეაგირება, მათ შორის ძალადობის წახალისებაზეც”.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი.

აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

კომენტარები
იტვირთება...