კახა კუჭავა ოპოზიციაზე: თუ ისევ გამოაცხადეს ბოიკოტი, განმეორდება ისევ ის, რაც მანამდე იყო…

“თუ ისევ გამოაცხადეს ბოიკოტი, განმეორდება ისევ ის, რაც მანამდე იყო…” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

კახა კუჭავას მიაჩნია, რომ თუ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაზე ისევ უარს იტყვის, ამით მხოლოდ თვითონ წააგებს.

„ისევ თვითონ წააგებენ ამით. გავიხსენებ ისტორიას, თუ ისევ გამოაცხადეს ბოიკოტი, განმეორდება ისევ ის, რაც მანამდე იყო… ყველა მოუწოდებდა: „ქუჩიდან საქმეს ვერ გააკეთებთ. დამთავრდა ქუჩის დრო. შედით პარლამენტში, გამოიყენეთ თქვენ მიერ მოპოვებული მანდატები და შესაბამისად იმოქმედეთ საპარლამენტო მანდატის გამოყენებით“. იგივეს იტყვიან ხვალაც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...