კახა კუჭავა: იქნებოდა „ფანჩატური“, თუ სხვა შეხვედრები, ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას შეფასებით, ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი.

“ოპოზიცია, რაც არ უნდა ეჩვენებინათ თავი – ეს იქნებოდა “ფანჩატური”, თუ სხვა შეხვედრები, არასდროს არ ყოფილა ერთიანი, იყო კონკრეტული მიზნით შეკრებილი და ძალიან კარგად ჩანს უთანხმოება, მათ შორის, უკვე დღეს, როდესაც მათი აზრები იყოფა.

არ მიკვირს, რომ ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება სხვების განცხადებებს, როდესაც ისინი ლანძღავენ და ცდილობენ დაამცირონ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოში, ან პირდაპირ უტევენ ამ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ბევრის უკმაყოფილება იქნება, რადგან მათი თანხმობის გარეშე კეთდება ასეთი განცხადებები”, – განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 19 იანვრის “ღამის კურიერის” ეთერში “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს: არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად