კახა კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი

„ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს ჩვენთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ნებისმიერი ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე გავაჟღეროთ, დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოსთვის არის მიშვნელოვანი“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს.

„გუშინდელი შეხვედრის დროსაც, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მთლიანად საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად