კახა კუჭავა დმანისის ინციდენტზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს ბოროტმოქმედების ვინაობას და შესაბამისი რეაგირება იქნება

“ერთია დაპირისპირება, მეორე კი დანაშაული და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა. მე არ ვიცი, მიზეზი რა იყო, მაგრამ დამდგარი შედეგია ორი დაჭრილი ადამიანი. ამას არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს ბოროტმოქმედების ვინაობას და შესაბამისი რეაგირება იქნება”.

ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„მესმის, რომ არჩევნებამდე დარჩა 10 დღე და ტემპერატურა ალბათ კიდევ უფრო აიწევს. ოპოზიციის მხრიდან ამის მცდელობა უკვე რამდენიმე თვეა ჩანს და ისმის დაპირებებიც, რომ დამატებითი სიურპრიზები იქნება. მათ არ სურთ, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავირიდოთ მსგავსი ქმედებები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის აქტივისტია და რომელ მხარეს წარმოადგენს. მოხდა დანაშაული და რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი – დროულად უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის, ვინც ეს ჩაიდინა. ორი ადამიანი დაიჭრა, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? შესაბამისი რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები

კომენტარები
იტვირთება...