კახა კუჭავა: დღეს არის ელენე ხოშტარიას დაბადების დღე – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარული სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

„დღეს არის პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე. მინდა მივულოცოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, მოვუწოდოთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...