კახა კუჭავა: “დამტვერიანების შესახებ” კანონპროქეტი ელიავას ბაზრობის გამო არ დაწერილა

ბოლო დრო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „დამტვერიანების შესახებ“ კანონპროექტი, სპეციალურად „ელიავას ბაზრობის“ დღეს არსებული ტერიტორიიდან გადასატანად დაიწერა. თუმცა, „აიპრესთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ეს არ არის.

“დამტვერიანების შესახებ“ კანონის წინა პირობა იყო მოკვლევის შედეგები, რომელიც მივიღეთ, მთლიანად საზოგადოებიდან, არასამთავრობო სექტორიდან, ექსპერტებიდან. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქნა იდენტიფიცირებული სამშენებლო მტვერი. არ შეიძლება ამაზე მხოლოდ იდენტიფიცირება მოახდინო, ამაზე რეაგირება გავაკეთოთ. შესაბამისად მერიის ძალისხმევით და თანამშრომლობით შემუშავდა კანონპროექტი.

კიდევ ერთხელ ვამბობ, გამომწვევი მიზეზი არი ის, რომ საბოლოოდ დადგინდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სამშენებლო მტვერი. ამაზე რეაგირების მიზნით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც არ იცავენ იმ ელემენტარულ სტანდარტებს, რაც იწვევს ჰაერში ამ მავნე PM2,5; PM10-ის გაფრქვევას ამის საწინააღმდეგო ზომები მიღებულიყო.

ამ პროცესში მე პირადად მქონდა შეგროვებული სურათები, როდესაც ბეტონ მზიდი ცისტერნა აღმართზე ადის და აქცევს ბეტონს გზაზე. ამის არ დაჯარიმება არ შეიძლება.

ასევე ქვიშა-ხრეში გადააქვთ გადახურვის გარეშე და ქარის კი არა, ოდნავ სიჩქარის მომატების დრო ძირს იყრება და ჰაერში იფანტება. ამიტომ, ეს ის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები იყო, რომელიც დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ პარლმენტის მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდან იქნება ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი”, – განაცხადა კუჭავამ.

-არის საუბარი, რომ აღნიშნული კანონპროექტი “ელიავას ბაზრობის” გამო შეიქნა…

“რა სისულელეა. ნამდვილად არ შექმნილა კონკრეტული პროექტის რაღაც ადგილის გამო. ეს არის თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გამო შექმნილი კანონპროექტი. კიდევ ერთხელ ვიმეორე, მნიშვნელობა არ აქვს ელიავას ბაზრობა იქნება თუ სხვა ბაზრობები.

წესი რომ დადგინდება, როგორ უნდა მოხდეს გადაზიდვა და ასეთი ნივთიერების შენახვა. ამის დარღვევისთვის გადაიხდის ჯარიმას, რას ნიშნავს ბაზრობა?

საერთოდ არ უყურებ ამას, როგორც რომელიმე ადგილისთვის, ეს ეხება მთლიანად თბილისს, მაგრამ მე თუ მკითხავთ ეს მხოლოდ თბილისით არ უნდა შემოიფარგლოს.

შეიძლება დაიტესტოს და მთელი საქართველოს მასშტაბით წავიდეს. ყველგან სადაც მეწარმეები არიან ან დიდი ბიზნესია და არ იცავენ იმ სტანდარტებს, რომელიც საშუალებას აძლევს თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ჰაერი დააბინძურონ, მოუწევთ შესაბამისი ჯარიმის გადახდა”, – განაცხადა კუჭავამ .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად