კახა კუჭავა: აშშ-ს კონგრესის ერთერთი კომიტეტის ქვეკომიტეტში დაინიცრდა კანონპროექტი, რომელიც ჩვენთან იქნა გაყიდული

პარლამენტის ვიცე სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით ღიმილის მომგვრელია ინტერპეტაციები, რომელიც ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან კეთდება, თითქოს აშშ კონგრესმა რაიმე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე.

ამის შესახებ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაღაც თანხები გაყინეს და კონგრსემა მიიღო გადაწყვეტილება, პალატებიც კი ახსენეს. ეს არის ტყუილი, რადგან საუბარი არის აშშ კონგრესის ერთერთი კომიტეტის ერთერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს. განხორციელებული ქმედება რომ კანონპროექტი დაინიცირდა, ჩვენთან იქნა გაყიდული და გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ კონგრესმა მიიღო რაიმე გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2.  ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად