კახა კუჭავა: არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას -სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს ალბათ, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს ალბათ, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც მოხდა, რომ ოფისების დარბევა, ეს კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება იყოს რამენაირად გამართლებული და კიდევ ერთხელ – აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

“რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო, უბრალოდ, ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით მაგრამ. არანაირი მაგრამ. არ შეიძლება, გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან.

ჩვენ ისტორიულად ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. და ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთს დასდევენ, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას, მით უმეტეს, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის არ აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ კადრები რაც ვიხილე, უბრალოდ შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს ცოტათი მაინც, მოწონებაზე აღარ ვამბობ, მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ.

მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალია და შემდეგი ნაბიჯი – მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და მკაცრი რეაგირება, უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით.

ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს ალბათ, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც მოხდა, რომ ოფისების დარბევა, ეს კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება იყოს რამენაირად გამართლებული და კიდევ ერთხელ – აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე. ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. მეეჭვება, ვინმე ამ დარბაზში, თუ საერთოდ, ვინც წინააღმდეგი იქნება ან ცოტა მაინც, კიდევ ერთხელ, „მაგრამ“ სიტყვას დაუმატებს ჩემს განცხადებას. მე ნამდვილად მაქვს სურვილი, რომ მოსახლეობამ, პირველ რიგში, იხილოს თუ როგორი იქნება გამჭვირვალე როგორც გამოძიება, ეს ვერც დაიმალება – კადრებზეა ყველაფერი ასახული. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის რეაგირებებს და რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე.” – განაცხადა კახა კუჭავამ

კომენტარები
იტვირთება...