კახა კუკავა: შეცდომებიც გვქონდა, უფრო თანამედროვე ტიპის სტრუქტურა უნდა შევქმნათ

“თავისუფალი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ არჩევნებზე მათ პარალელური დათვლებით 3% აქვთ, თუმცა ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა და ამას ამომრჩევლის პოლარიზაციით ხსნის.

როგორც კახა კუკავამ “აიპრესს” განუცხადა, შეცდომები დაუშვეს, ახლა ეცდებიან შეცდომები გამოასწორონ, თანამედროვო კომუნიკაციები უფრო აქტიურად გამოიყენონ და პარტიულ სტრუქტურაში ახალგაზრდობა ჩართონ, რაც ახლა მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო.

“პოლარიზაცია იყო ძალიან მაღალი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, 21 000-მა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი. უთანასწორო ბრძოლა იყო. კანდიდატებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩვენ ვიყავით. როგორც მედიაში გაშუქების თვალსაზრისით, ისე ფინანსების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ჩვენი შეცდომებიც იყო. შევეცდებით, რომ ახლა ეს შეცდომები გავითვალისწინოთ. გადავხედოთ პარტიის სტრატეგიას. ისევ ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებული პარტია იქნება ჩვენი პარტია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უფრო თანამედროვე ტიპის სტრუქტურა უნდა შევქმნათ.

მნიშვნელოვანი ჩავარდნაა ის, რომ ჩვენ პარტიაში ახალგაზრდული სტრუქტურა არ ფიგურირებდა. უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე კომუნიკაციები. შედეგი 2-ჯერ მეტი გვაქვს აღებული. პარალელური დათვლით 3%-მდე გვაქვს, მაგრამ ეს შედეგები შევინარჩუნეთ თბილისში და რეგიონებში, სადაც წარმომადგენლები არ გვყავდა ამოდის ნოლები, შეუძლებელია ამხელა სხვაობა. ეს ჩვენი სტრუქტურული გაუმართაობის შედეგი იყო”, – განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოს წინასწარი მონაცემებით კახა კუკავამ 1.33% აიღო.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად